DPO Care Card-ით სარგებლობის წესები და პირობები
- სერვისის მიმღები
- სერვისი/ციფრული ბარათი არის ხელმისაწვდომი მხოლოდ შპს „მონაცემთა დაცვის ოფიცრის“ პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის.
- ციფრული ბარათის შექმნისთვის საჭიროა დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: https://dpocare.ge/ (შემდგომ - ვებ-გვერდი).
- ძირითადი პრინციპები
2.1. DPO Care Card-ის მეშვეობით შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით ვებ-გვერდზე განთავსებული შეთავაზებების ფარგლებში.
2.2. შეთავაზებების შინაარსი და რაოდენობა განისაზღვრება პარტნიორი ორგანიზაციის პირობებით და შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს/განახლდეს/გაუქმდეს.
- პერსონალური მონაცემების დაცვა
3.1. მომხმარებლის რეგისტრაციისას შეგროვებული/დამუშავებული პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე და დაადსტუროს თანხმობა პეროსნალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
- ციფრული ბარათის გამოყენების წესები
4.1. კონკრეტული შეთავაზების ფარგლებში ფასდაკლება ძალაშია მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი წარადგენს ციფრულ ბარათს.
- პასუხისმგებლობა და შეზღუდვები
5.1. შპს „მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ არ არის პასუხისმგებელი პარტნიორი ორგანიზაციის მომსახურების ხარისხზე, პროდუქტზე, საკანონმდებლო თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე.
5.2. ფასდაკლების პირობები იცვლება წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა ვებ-გვერდზე ცვლილება გამოჩნდება სულ მცირე 3 სამუშაო დღით ადრე.
5.3. ციფრული ბარათის გადაცემა ნებისმიერ სხვა პირზე დაუშვებელია.
- ციფრული ბარათის გაუქმება
6.1. ციფრული ბარათის გაუქმება ხდება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, ასევე მაშინ თუ სისტემატურად ირღვევა ეს წესები და პირობები.
ციფრული ბარათის გაუქმებისთვის გთხოვთ მოთხოვნა გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@dpo.ge
6.2. ციფრული ბარათის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელი ვერ ისარგებლებს ვებ-გვერდზე განთავსებული შეთავაზებით.
- ტექნიკური მხარდაჭერა
7.1. ტექნიკური პრობლემების ან კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: info@dpo.ge
განახლების თარიღი: 01.06.2025.
© 2025. ყველა უფლება დაცულია.